საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

ორგანული სოფლის მეურნეობა "ბარბალე"

ორგანული სოფლის მეურნეობა "ბარბალე" პირველი მსგავსი პროფილის კომერციული ბრენდია საქართველოში, რომელიც 2015 წელს ორმა მოტივირებულმა მეგობარმა დავაარსეთ. "ბარბალე" დაარსებიდან დღემდე ორიენტირებულია კვების პროდუქტების მაღალ ხარისხზე, სიჯანსაღესა და ინოვაციებზე. ჩვენი სამი ძირითადი მიმართულებაა ჯანსაღი კვების პროდუქტების მოყვანა, აგრო-განათლების გავრცელება და აგრო-ტურიზმის განვითარებაა. ჯანსაღი კვების მიმართ ინტერესი და ცნობიერება ბოლო ხუთ წელიწადში მინიმუმ გასამმაგდა, რაც გვაძლევს გაგრძელების მოტივაციას და ყოველდღიური ზრდის საშუალებას. ჩვენი დაარსებიდან დღემდე "ბარბალე" იქცა ჩვენი ფასეულობების მქონე ფერმერთა ერთგვარ ქოლგად, რომელიც აერთიანებს 10 ფერმერს/მწარმოებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჩვენი დევიზი "ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთელობას" - 2015 წლიდან დღემდე არის ჩვენი მთავარი გზამკვლევი ჯანსაღი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შექმნაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ქმნიდნენ ბედნიერი ადამიანები. აგრეთვე აღსანიშნავი ფაქტია, რომ გასული 5 წლის მანძილზე 250-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მოხალისე გვეწვია ჩვენს საქმიანობებში მონაწილეობის მისაღებად, გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენი მენეჯმენტის გეგმის პროგრამის მინიმუმი 2020 წელს უკვე შესრულებული გვაქვს და მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, რაც ჯანსაღი მომავალი თაობების გაზრდისკენ იქნება მიმართული.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება