გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ნიკოს ეზო * Niko’s space

კომპანია "ჯიგრები" სივრცის მოხატვაზე მუშაობს. მაისის თვეში, როცა საქმიანობა შეჩერდა, კომპანიის ბიუჯეტის ნაწილით გადავწყვიტეთ წამოგვეწყო პროექტი - ნიკოს ეზო, რომელიც აგვისტოდან უკვე ფუნქციონირებს ხობის რაიონ სოფელ ხეთაში. ეს არის სივრცე, სადაც ვორქშოპები და ტრენინგები ტარდება სოფლის მოსახლეობისთვის, და პანდემიის პერიოდში თავისუფალი დრო ამ სივრცის გალამეზებასა და მოწყობაში გამოვიყენეთ. ხეთაში ვართ ერთადერთი სივრცე, სადაც მოსახლეობას შეუძლია უფასოდ განვითარება. ჩვენი ინოვაციურობის გასაღები სერვისის ჯაჭვია. ვგულისხმობ მოსახლეობას უფასოდ ვუტარებთ სამეწარეო ტრენინგებს დარგის სპეციალისტების დახმარებით, და ვცდილობთ სოფლის ოჯახების მცირე მეწარმეებად ფორმირებას, გვაქვს მცირე საოჯაო სასტუმრო და საკვებ პროდუქციას სწორედ ამ ოჯახებისგან ვყიდულობთ. ასევე ახალგაზრდებს სპეციალურად მათზე მორგებულ თემებზე ვუკეთებთ ვორქშოპებს. 


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება