გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

მეგა ჰოლდინგი

მეგა ჰოლდინგი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც გარდა ძირითადი საქმიანობისა, ცდილობს, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში შეიტანოს წვლილი. ჩვენ გვჯერა, რომ გარემოზე ზრუნვა ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს და ამ მხრივ თითოეული მარტივი ნაბიჯიც მნიშვნელოვანია და დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია და ერთ დღეს გადავწყვიტეთ, მზრუნველი ადამიანები დაგვესაჩუქრებინა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი: ახმეტელის მეტროსთან დავდეთ ნაგვის პარკი, დავდგით ურნა და ვინც აიღო პასუხისმგებლობა, რომ შეეტანა წვლილი სხვებზე ზრუნვაში, წახალისების მიზნით გადავეცით ბინა. ექსპერიმენტის მსვლელობისას სრულიად მოულოდნელად,გამოჩნდა 4 წლის ბავში,რომელსაც სურდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა თანმხლებმა პირმა არ მისცა ამის საშუალება. ჩვენ არც ეს ბავშვი დავტოვეთ უყურადღებოდ და გადავწყვიტეთ გვეზრუნა მის განათლებაზე, გავუხსენით ანაბარი სწავლის დასაფინანსებლად. და იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეო მარტო რეკლამის ხასიათს არ ატარებს და ის ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე, რომ უფრო მზრუნველები ვიყოთ, საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. https://www.facebook.com/megaconstruction.ge/videos/386909469348510


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება