საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Wiztech

Wiztech ტექნოლოგიების პროვაიდერი კომპანიაა, სადაც სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი პროდუქტებს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენმა კლიენტებმა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ მიზნებს. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ჩვენგანი ყოფილა დამკვეთის როლში, გვქონდა საერთო ხედვა რა ჭირდება კლიენტს CRM-ისგან, მაგრამ გვინდოდა ჩვენი მუშაობის შედეგი ყოფილიყო მეტი ვიდრე უბრალოდ კარგი პროდუქტია, ამიტომ მიზნად დავისახეთ გვემოქმედა all-in-one პრინციპით და სწორედ ამ მიზნისკენ სიარულის დროს შევქმენით CRM, როგორც მულტიპლატფორმა, რომელიც გააერთიანებდა ისეთ მახასიათებლებს, ფუნქციებსა და სერვისს როგორიც არის: • კლიენტების პროფილებისა და KYC დოკუმენტების მართვა • ფინანსური რეპორტინგი • რეპორტებისა და მონაცემების ვიზუალური რეპრეზენტაცია • თანამშრომლების როლების, სამუშაო პროცესებისა და უფლებების მენეჯმენტი • ელექტრონული ფოსტის დაინტეგრირება • საგადახდო სისტემების ინტეგრაცია • VoIP პროვაიდერების ინტეგრაცია და შემომავალი/გამავალი ზარების მართვა • SMS სერვისი • Internal / External ჩეთის მართვა • კალენდარი და რიმაინდერები • მონაცემების გაფილტვრისა და ფილტრების დამახსოვრების შესაძლებლობა • ინდივიდუალური პრეფერენციებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა • 24/7 ხელმისაწვდომი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი სამუშაო პროცესის უხარვეზოდ წარმართვაში დასახმარებლად.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება