საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

8000 მოსავალი

ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ მისიას ვასრულებთ ჩვენი მაღაზია/ბარებით, რომელიც ახლა გვაქვს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით. იმის გარდა, რომ ვყიდით ღვინოს და ვემსხურებით ადგილზეც ვატარებთ უამრავ ღვინის კლასს და დეგუსტაციას, რაც ხელს უწყობს ზოგადად ღვინის სმის კულტურის განვითარებას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩვენი სფერო დაზარალდა. აღარ შეგვეძლო ფიზიკურად სტუმრების გამასპინძლება და ღვინის მიყიდვა, რაც თავისთავად ნიშნავდა 60 თანამშრომლის უფუნქციოდ დარჩენას. აქტივობები: 1. დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გადავიღეთ და შემდეგ ჩვენს ვებგვერდზე ავტვირთეთ ექვსასამდე პროდუქტი/ფოტო. 2. გამოვაცხადეთ: დარჩით შინ და მიტანის სერვისი გვექნება უფასო. 3. ვებგვერდზე ცალკე გამოვყავით და აქცენტი გავაკეთეთ კატეგორია საოჯახო მარნებზე, რომლებიც წარმოდგენილები არიან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. ამით ვეცადეთ, რომ გაყიდული ღვინიდან შემოსული თანხები გადანაწილებულიყო უმეტესად სოფლებში და რაიონებში. 4. დავიწყეთ ონლაინ კლასების/დეგუსტაციების ჩატარება, რამაც გამოიწვია დიდი ჩართულობა. 5. დაახლოებით 150-მდე ღვინოზე მეღვინეებთან ერთობლივი შეთანხმებით გავაკეთეთ აქციები და უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი კლიენტებისთვის. 6. დავიწყეთ ჩვენი დაფების ონლაინ გაყიდვა, სახლში, რომ მოეწყოთ 8000 მოსავალი. 7. დავიწყეთ ახალი პროექტი "ღვინის ყუთი", რაც გულისხობს ღვინის გამოწერას. ყოველთვიურად მისდით ღვინო, რომელსაც ჩვენ ვარჩევთ მათ მიერ შევსებული კითხვარის და გემოვნების გათვალისწინებით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება