ბიზნეს ინდუსტრიის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეიქმნა ახალი ერთიანი IT სივრცე WESOLVIT.GE, რომელიც ბიზნესებს IT მიმართულებით უფასო კონსულტაციებს და რეკომენდაციებს სთავაზობს.
ინფორმაციული ტექნოლოგიები საკმაოდ ვრცელი და რთული სფეროა, რომელსაც შეუძლია შეუმსუბუქოს კრიზისი და პოსტ-კრიზისული ეტაპი თითქმის ყველა ინდუსტრიას. პლატფორმა ღიაა ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება და მათ მაღალი კომპეტენციის მქონე IT პროფესიონალების მიერ, ინდივიდუალურად მათზე მორგებულ ოპტიმიზაციის გეგმის შემუშვებას სთავაზობს.
Wesolvit პლატფორმაზე მობილიზება გავუკეთეთ IT ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს და პროფესიონალებს. ჩვენი მიზანია თითოეულ ბიზნესს და ინდუსტრიას კონკრეტულად მასზე მორგებული ანტიკრიზისული ქმედება მოვუფიქროთ და დავუგეგმოთ. ეს არ არის მოკლევადიანი ქველმოქმედება. ეს არის ხმამაღალი განაცხადი და თანადგომა მთელი ქვეყნის ბიზნეს სექტორისთვის. პლატფორმა ღიაა ერთი მხრივ ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტისთვის, ვისაც დახმარება ჭირდება და მეორე მხრივ IT ინდუსტრიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.