საუკეთესო სტარტაპი

ქერია ეითემი - Career 8M

ჩვენი სერვისი ეხმარება მშობლებს/ძიძებს , რომელთაც სურთ ძიძის აყვანა/სამუშაოს დაწყება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოძიებისა და შერჩევის დამღლელი პროცედურებისგან თავისარიდებით, სანდო და გამოცდილი კადრის/ოჯახის შერჩევა და გადამზადება. ჩვენი სერვისი გამოირჩევა რეკრუტირებისა და კანდიდატების შეფასების მაღალი სტანდარტით. შერჩეული კანდიდატები გადიან გადამზადებას. 1 წელია რაც ბაზარზე ვოპერირებთ და ვიყენებთ ინოვაციურ ბიზნეს მოდელს. გვაქვს 1000 ზე მეტი მომხმარებელის/ძიძის ბაზა, 100-ზე მეტი მშობლის ვაკანსია. ვგეგმავთ ხარისხის და მაღალი სტანდარტის დანერგვას ამ სფეროში, როგორც შერჩევის, ისე გადამზადების კუთხით. მაღალი ხარისხი და კმაყოფილი კლიენტი არის ჩვენი ეფექტური პოზიციონირების წყარო. კმაყოფილი მშობლები და ძიძები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, აღნიშნავენ ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და განსხვავებულ მიდგომებს, რასაც ვიყენებთ ბრენდის პოპულარიზაციისთვის.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება