ჩაიყარე არის ვეგეტარიანული სახემსი, რაც მთავარია სრულიად ქართული და ინოვაციური, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პროდუქტი ბაზარზე აქამდე არ ყოფილა. პოპულარული, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულ ადამიანებში. ეს არის ახალციხის შემწვარი კარტოფილი, სხვადასხვა სახის ტრადიციული გემოს 7 სხვადასხვა სახეობის სოუსთან ერთად, როგორებიცაა ტყემლების, სვანური მარილის, ტარხუნის და ა.შ. ბაზარზე ამ წლის აგვისტოდან გამოვჩნდით და კოვიდ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე ვარჩიეთ გამოჩენა, სადაც რეალურად მოგვეცა საშუალება მიგვეღო ხალხის უსაზღვროდ დადებითი გამოხმაურება და მოწონება. დაწყებიდან დღემდე ბიზნესმა დააგენერირა საკმარისი ბიუჯეტი და რესურსი მოგვცა მეორე ფილიალის ფუნქციონირებისთვის და ამ ეტაპზე მზაობა გვაქვს მესამე ობიექტზე მუშაობისთვის უკვე მუდმივი ლოკაციით, რადგან მომხმარებლემის მოთხოვნა ხშირია ამასთან დაკავშირებით.