საუკეთესო სტარტაპი

Bigbox.ge

Bigbox არის ახალი ელკომერციის მიმართულებით მომუშავე სტარტაპი, რომლის მიზანია მომხარებლებს სახლში ყოვეთვიურად მიაწოდოს მუდმივად გამოყენებადი საყოფაცხოვრებო პროდუქცია. ბიზნეს მოდელი არის subscription, სადაც ოჯახები გამოიწერენ მათ საყოფაცხოვრებო კალათას და ყოველთვიურად ერთიდაიმავე დროს ისინი მიიღებენ სახლში პროდუქციას, ჩვენი მიზანი არის რომ ადამიანებმა დრო აღარ დახარჯონ ისეთი პროდუქტების შეძენის დრო, როდესაც ისინი ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებენ და ფუჭად ხარჯავენ დროს. (საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ჰიგიენის პროდუქტები და ა,შ.). ბაზარზე 1 თვეა რაც გავედით, ახლაც ვარ თესტირების ეტაპზე ვინაიდან ვიკვლევთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებსა და რეკომენდაციებს. ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები რომლებსაც სახლში აქვს ფართი მარაგების შესანახად, რომლებიც თვეში საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ხარჯავენ 200-600 ლარამდე, რომლებისთვისაც დრო მნიშვნელოვანია და სუპერმარკეტში სიარული დისკომფორტს უქმნით. ჩვენ ვაპირებთ მომავალში სხვა სეგმენტებზეც ვიმუშაოთ, ჯერჯერობით მხოლოდ საოჯახო სეგმენტზე ვკონცენტრირდებით, ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში გარდა თბილისისა, გავიდეთ შემოგარენში აგარაკების მაცხოვრებლებზე. ვაპირებთ მიმართულებების დამატებას სხვადასხვა ასაკის და ინტერესის კატეგორიების მიხედვით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება