HBI ჯგუფი დაფუძნდა სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კვალიფიციური მომსახურე პერსონალის (მიმტანი,ბარმენი,მენეჯერი) მომზადება-გადამზადებასა და მომზადებული პერსონალის გარანტირებულ დასაქმებას სხვადასხვა სეგმენტის ობიექტებზე. ჯგუფის მიერ შემუშავებული, სოციალურ-ეკონომიკური ბიზნესპროექტი "შეაყვარე მსოფლიოს საქართველო" მიზნად ისახავს მომსახურების სფეროს განვითარებას, სერვისის კულტურის ამაღლებას და ქართული სტუმარ-მასპინძლობის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ დასმული სწორი აქცენტები ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც წარმატებული ტურისტული ცენტრის სწრაფ ფორმირებას. კომპანია პანდემიის რთულ პირობებშიც არ წყვეტს აქტივობას და ამყარებს კონტაქტებს ქვეყნის გარეთ კერძოდ, გაერთიანებულ ემირატებში-დუბაიში და რუსეთის ფედერაციაში სარესტორნე მიმართულებით.