საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

Travel Guide

Travel Guide ახალი გლობალური მობაილ პლატფორმაა. ის მომხმარებელს მოგზაურობის დაგეგმვას უმარტივებს და მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. კომპანიის მთავარი მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტურიზმის სექტორის განვითარებაა. პლატფორმა გათვლილია, როგორც მოგზაურებზე, ასევე ინფლუენსერებზე. მათ გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოს გარშემო საავტორო ტურების შექმნა და საკუთარი გამოცდილების კომერციალიზაცია შეუძლიათ, ფოტო და ვიდეო კონტენტის გამოყენებით. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია Offline რეჟიმშიც. ამ ეტაპზე ის ოთხენოვანია: ქართული, ინგლისური, რუსული და ჩინური. კომპანიის მთავარი მისია საქართველოს ტურისტული ეკო სისტემის განვითარება, მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვა და ბიზნეს ოპერატორების წარმატებაში ხელშეწყობაა. COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციები ელექტრონული სერვისების მნიშვნელობას მეტად ზრდის. მოთხოვნიდან გამომდინარე Travel Guide-ის გუნდმა შეიმუშავა განთავსების ობიექტებისა და საქართველოს სტუმრებისთვის სპეციალური პროდუქტი E-MENU, რომელშიც შედის შემდეგი სახის მომსახურება: ● რესტორნის ელექტრონულ მენიუ ● მენიუს გახსნა QR კოდისა და აპლიკაციის მეშვეობით ● ოთხენოვანი ელექტონული კონტენტი (ქართული, რუსული, ინგლისური, ჩინური) ● უკონტაქტო შეკვეთისა და დაჯავშნის შესაძლებლობა


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება