საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

შპს "ევროპის აკადემიური ცენტრი"

ჩვენი კომპანია საქმიანობს საგანმანათლებლო სფეროში. გვაქვს საგანმანათლებლო კურსები და პროგრამები სხვადასხვა განხრით, როგორიცაა სამართალი, ბუღალტერია, ვატარებთ ტრენინგებსა და სემინარებს, ასევე ორგანიზებას ვუწევთ არაფორმალური განათლების პროექტებს. 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად შევძელით ჩვენი თოთოეული პროგრამის სიტუაციასთან ადაპტაცია და მათი ხარვეზების გარეშე ორგანიზება. გავითვალისწინეთ მთავრობის მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია და განვაგრძეთ მუშაობა შერეული ფორმატით, მათ შორის დისტანციურით. განათლების ხარისხი, რომელიც ჩვენს პროგრამებსა და კურსებს გააჩნდათ დაბრკოლებების მიუხედავად არ შეცვლილა. ჩვენი ყოველი მომხმარებელი აგრძელებს სასწავლო კურსებს, სასერტიფიკატო პროგრამებს თუ ტრენინგებს სხვადასხვა ფორმით და იმის გარანტიით, რომ მათი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება