საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ჰედვაისი

ჰედვაისის მთავარ მისიას პიროვნული და ორგანიზაციული ეფექტურობის გაუმჯობესება წარმოადგენს, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერვისს კი - ქცევის შესწავლის, ანალიზისა და პროგნოზირების ინოვაციური პროფაილინგ ინსტრუმენტი „პროფაუნდერი“. მისი საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სამუშაო ქცევას, სააზროვნო სისტემებს, მიდრეკილებებსა და პოტენციალს. კონკურენტი პროდუქტებისგან განსხვავებით, „პროფაუნდერი“ არ ემყარება ტესტურ სქემას, ტესტური სქემის შემთხვევაში შეფასების ობიექტი და შემფასებელი ერთი პიროვნებაა, შესაბამისად ყველა შედეგისუბიექტურ თვითაღქმას ან გულწრფელობის ხარისხსს ემყარება. „პროფაუნდერი“ - ფსიქომეტრულ სქემაზე დაწერილი ქცევითი სიმულაციაა, რომელსაც გააჩნია ქცევის შეფასების და ინტერპრეტაციის ემპირიკაზე დამყარებული ალგორითმი. ამ შემთხვევაში საშუალება გვეძლევა შეფასების ობიექტი მოვაქციოთ ნამდვილი ქცევის გამოვლენისთვის საჭირო პირობებში. აღნიშნულ ინსტრუმენტს იყენებენ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ბრენდები სამუშაო ძალის შექმნის(რეკრუტინგი), შეფასების და განვითარებისთვის. ჩვენი პროდუქტის პოპულარობა გამოიწვია კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებმა. ამას უკავშირდება ჩვენი 2020 წლის მთავარი მიღწევა, როდესაც პირველად გავედით გერმანულ ბაზარზე, გლობალური ბრენდის წარმომადგენლობის რეკომენდაციით. დღეს ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გლობალური ბრენდის HR აუთსორსი ვართ მთელი გერმანიის მასშტაბით და უახლოესი ორი წლის გეგმა, აღნიშნული სერვისის ციფრული ტრანსფორმაციაა.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება