საუკეთესო სტარტაპი

Hiring

Hiring.ge დისტანციურად დასაქმების პირველი ქართული ონლაინ პორტალია. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს სასურველი კადრის მოძიებაში და ადამიანებს - საუკეთესო სამსახურის პოვნაში. პორტალის ამოცანაა, გახადოს ჰაირინგის პროცესი უკეთესი და მარტივი ყველასთვის, ხელმისაწვდომი და მოქნილი. ქართულ ბაზარზე არ არსებობს სხვა პროდუქტი, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს, სრულად დაფარავს, დისტანციურსა და ავტომატიზირებულს გახდის ჰაირინგის პროცესს ვაკანსიის გამოცხადებიდან აპლიკანტის დასაქმებამდე, მოიცავს ვაკანსიების გამოქვეყნებას, აპლიკანტების გადარჩევას, ონლაინ გასაუბრებას და დამსაქმებელს გამოყენებად ანალიტიკურ სერვისებს შესთავაზებს. Hiring.ge პორტალის გამოყენება აპლიკანტებისთვის უფასოა. დამსაქმებელს ვაკანსიის განსათავსებლად შესაბამისი ფუნქციონალის მქონე პაკეტის შეძენა მოუწევს. Hiring.ge ბაზარზე 1 კვირაა გაეშვა და ამ ეტაპზე 20 კლიენტი ყავს, მათ შორის, ისეთი კომპანიები, როგორიცაა რომპეტროლი, ორიენტ ლოჯიკი და ნესტლე ჯორჯია. ბიზნესის გაზრდის კუთხით კომპანიას შერჩეული აქვს პოტენციური ქვეყნები (სომხეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი), სადაც ტექნოლოგიები არ არის განვითარებული და ჰყავს შესაბამისი კონტაქტებიც, რომლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. Hiring ახორციელებს აგრესიულ ციფრულ მარკეტინგულ და გაყიდვების კამპანიას, როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებებით, რომელიც მოიზიდავს დამსაქმებლებს და განთავსებული ვაკანსიების პარალელურად - სამსახურის მაძიებლებს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება