საუკეთესო სტარტაპი

amazonshop

მოგესალმებით, ამაზონშოპი არის წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა მრავალი ნივთის ონლაინ მაღაზია, ჩვენი ბიზნეს მოდელი მთლიანად დაფუძნებულია ონლაინ რეჟიმში პროდუქციის რეალიზაციასა და მომხმარებლამდე მიწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამაზონშოპი სულ რაღაც 4 თვეა რაც დაარსდა, უკვე შეძლო საკუთარი ადგილის დაკავება ბაზარზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კომპანია დაარსდა პანდემიის პერიოდში და მიუხედავად მძიმე რეალობისა და მცირე კაპიტალისა, შექმნა სამუშაო ადგილები და, ამავდროულად, სრულყოფილ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს. ამ მცირე დროის განმავლობაში ამაზონშოპმა მოახერხა მის გარშემო შემოეკრიბა ასობით კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი. სამომავლო გეგმები ძირითადად მიმართულია კომპანიის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ, რა თქმა უნდა პრიორიტეტია მომხმარებლის ინტერესი და კომფორტი, ამ ეტაპზე ამას ემსახურება ჩვენი გამარტივებული ონლაინ განვადების სისტემები და უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება