ტურის დაგეგმვისა და მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით შევქმენით სალაშქრო მობილური აპლიკაცია Biliki, რომელიც ინტერესებისა და ჯიპიეს ლოკაციის გაანალიზებით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სთავაზობს მზა ტურისტულ მარშრუტებს საქართველოს მასშტაბით, რომლის გამოყენება ოფლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდ და აიოეს პლატფორმებზე ინგლისურ ენაზე და ჰყავს 4000 აქტიური მომხმარებელი. გვყავს 20-მდე ბიზნეს პარტნიორი, მათ შორის გადამხდელი, ტოიოტა, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა. აპლიკაციის საწყის ეტაპზე, თიბისი გახდა ჩვენი სპონსორი და გაზარდა Biliki-ს ცნობადობა.
ჩვენ ვქმნით თავისუფალ საბაზრო სივრცეს სადაც მოგზაურები შეძლებენ საკუთარი ტურების შექმნას და გაყიდვას. ჩვენ ავირიჩიეთ საკომისიო ბიზნეს მოდელი და ყოველი გაყიდული ტურის ტრანზაქციიდან მივიღებთ საკომისიოს.
2021 წლისთვის ვგეგმავთ ახალი ფუქნციონალის შემუშავებას რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ტურების შექმნის და გაყიდვის საშულებას მისცემს. 2022 წლიდან ვგეგმავთ ბულგარეთში, რუმინეთში და ბალტიის პირეთის ქვეყნებში შესვლას სადაც ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი სათავგადასავლო/სალაშქრო ვიზიტი ხორციელდება.
ბილიკი პოზიციონირდება, როგორც მოგზაურების სანდო მეგობარი - გზამკვლევი, რომელიც შეუძლათ ყოველთვის თან ატარონ.