გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Edison Tech Solutions

ედისონ ტექ სოლუშენსი უკვე 3 წელზე მეტია ქართული და რამდენიმე უცხოური ქვეყნის ბაზრისთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ჭკვიან მოწყობილობებს. ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, რომელიც საქართველოსთვის განვახორციელეთ იყო „გელათის ტაძრის მონიტორინგის სისტემა“ რომელიც უკვე რამდენიმე წელია გამართულად მუშაობს. ამ პროექტის მერე ყოველდღიურად ვცდილობთ სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეებით წავახალისოთ საქართველო, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე დავიწყოთ ფუნქციონირება და შემდგომ გავიდეთ სამიზნე ქვეყნებზე. ამ პროცესში შევქმენით უამრავი პროექტი: 1) ჭკვიანი ლოქერები, რომლებიც იდეალურია ამანათის დასატოვებლად ან ნივთების შესანახად, რაც ANTI-COVID19 ტექნოლოგია გამოდგა2) CarBox-ები, რომლებიც თვითმომსახურების მოწყობილობაა და ქართველ მძღოლებს შეუძლიათ მანქანის საბურავები დაბერონ, გაწმინდონ მანქანა ან წყალი ჩაასხან საქარე მინისთვის 3) სასწავლო პლატფორმის ტექნოლოგია ბლოკ სქემებზე დაფუძნებული, რომელიც ქართველ ბავშებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ ტექნოლოგიებს. Covid19-ის დროს წინასწარ გავთვალეთ რომ შეიძლებოდა გაჭირვებოდა საქართველოს სხვადასხვა ანტი-კოვიდ19 ტექნოლოგიების იმპორტი ამიტომ რამდენიმე რამ შევქმენით. 1) სასუნთქი აპარატების სარქველები, რომლებიც 3დ პრინტერზე დაიბეჭდა 2) სადეზინფექციო კაბინები, რომლებიც ამა თუ იმ ობიექტის ვიზიტორს სიცხეს უზომავს და 360 გრადუსით ახდენს მის დეზინფიცირებას. ეს კაბინები საჩუქრად გადავეცით „გაგუას კლინიკას“ და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება