საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ჯუსო/ JUSO´s Wine

ჯუსოს მეღვინეობა ოჯახის წევრების მიერ 2018 წელს კახეთის რეგიონში ოფიციალურად დაარსდა. მეღვინეობა წარმოადგენს ღვინოს წარმოების მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, რომელსაც საფუძველი ოჯახის წინაპარმა, ჯუსო პაპამ ჩაუყარა. სწორედ სახელგანთქმული მეღვინე ჯუსო პაპის სახელს უკავშირდება საგარეჯოს რაიონში წლების განმავლობაში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება. ჯუსოს მეღვინეობა აერთიანებს საოჯახო ვენახებს, ქართულ ტადიციულ მარანს ჩვიდმეტი ქვევრით და სადეგუსტაციო სივრცეს სტრუმრებისათვის. ჯუსოს მეღვინეობა არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიციული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ქისი, და ცოლიკოური. ჯუსოს მეღვინეობის სიამაყეს კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა წარმოადგენს, რომელიც ჯუსო პაპის 60 წლის წინ გაშენებულ ოჯახის ვენახებიდან მოდის. წელიწადში ვაწარმოებთ 8000-10000 ბოთლამდე ღვინოს. საოჯახო მარანს წინაპრების ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ვუძღვებით. ორგანული ყურძნის მოსაყვანად ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ საწამლ საშუალებებს, რომელიც განსაზღვრულია ელკანას და Georgien Natural Wine Association მიერ. ვენახში სამუშაო სრულდება ხელით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება ტექნიკა.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება