ეისითი კვლევისა და სტრატეგიული კონსულტაციის გლობალური კომპანიაა,
რომელიც დაარსდა 2002 წელს საქართველოში. კომპანია ძირითადად
ფოკუსირებულია განვითარებად ქვეყნებზე, სადაც იგი ეხმარება კერძო და
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ
პოლიტიკური ცვლილებების შექმნაში.
ეისითის 3 ძირითადი მიმართულება აქვს: ეისითი ბიზნესი, რომელიც
ფოკუსირდება კერძო სექტორზე და მის საჭიროებებზე, ეისითი იმპაქტი -
რომელიც განვითარების პროექტებზე მუშაობს საერთაშორისო დონორებთან,
მთავრობებთან და სოციალურ პარტნიორებთან, და ეისითი პოლიტიკა - რომლის
მთავარი ექსპერტიზაც პოლიტიკური კვლევები და სტრატეგიული
კონსალტინგია.
ეისითი ერთი რწმენითა და ხედვით გაერთიანებული პროფესიონალების
გუნდია, რომელიც მზადაა მისი ცოდნა, დრო და ენერგია იმ მნიშვნელოვანი
პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას მიუძღვნას, რასაც მისი კლიენტები და
პარტნიორები - კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ქმნიან.