ნომინაცია
ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

ნომინაციაში შესაძლებელია გაიმარჯვოს იმ ბიზნესმა, რომლის პროდუქციას/მომსახურებას დადებითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ბიზნესმა რომელსაც წვლილი შეაქვს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: განათლება, კულტურა, გარემოს დაცა თუ სხვა... ბიზნესმა, რომელსაც გავლენა აქვს ინდუსტრიის განვითარებაზე და რომელიც გამორჩეულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით. ბიზნესმა, რომელიც ჩართულია სოციალურ ღონისძიებებში, მიმართულია არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ახორციელებს ისეთ პროექტებს ან ავითარებს ისეთ ბიზნეს პროცესებს, რომლებიც დადებითი გავლენის მომტანია საზოგადიებისთვის.

 

გაგვიზიარეთ, როგორ ახერხებს თქვენი კომპანია დადებითი ცვლილებების ინიცირებას და როგორია თქვენი გავლენა საზოგადოების კეთილდღეობაზე.

დარეგისტრირდი

2017 წლის გამარჯვებული

ჯეო მულჩი

კომპანია აწარმოებს მულჩს, რომლის დამზადება ხდება რამდენიმე ეტაპად: ნაფოტდება მაგარი, ან რბილმერქნიანი მცენარე. შემდეგი ეტაპი მიღებული მასალის კომპოსტირება და ბიო–ჰუმუსით გამდიდრებაა. საბოლოოდ, მიღებული მასა იღებება აშშ–ს სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის. 

პროექტის მიმდინარეობა

სექტემბერი რეგისტრაციის დაწყება
ოქტომბერი რეგისტრაციის დასრულება
ნოემბერი ფინალისტების გამოვლენა
დეკემბერი დაჯილდოების ღონისძიება