საუკეთესო ინოვაციებისთვის

ნომინაციის შესახებ

ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.

არ აქვს მნიშვნელობა თავად ქმნით ინოვაციურ პროდუქტს ან მომსახურებას, შემუშავებული გაქვთ ბიზნესის მართვის ინოვაციური მოდელი თუ ცდილობთ, უკვე არსებულ ინოვაციური ტექნოლოგიები და ბიზნეს გამოცდილებები ქართულ ბაზარსა და რეალობას მოარგოთ, თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციები!

 

შეფასების კრიტერიუმები:

  • ინოვაციის რელევანტურობა არსებული ბაზრისთვის
  • ინოვაცია ქმნის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას კომპანიისთვის
  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლისთვის 
  • ინოვაციის ზრდის პოტენციალი

პროექტის მიმდინარეობა

სექტემბერი რეგისტრაციის დაწყება
ოქტომბერი რეგისტრაციის დასრულება
ნოემბერი ფინალისტების გამოვლენა
დეკემბერი დაჯილდოების ღონისძიება