წლის აგრო ბიზნესი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: ბი-პი-სი BPC

ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი საწარმო, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადამიანის საკვების და სასმელის, ცხოველების საკვების, მცენარეთა დაცვის და ვეტერინარული პრეპარატების წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-დანადგარების და ხელსაწყოების წარმოება ან ისეთი წარმოება და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობის დარგთან. არ იგულისხმება მზა პროდუქციის დაფასოება-დისტრიბუცია.

წარმოებული საქონლის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ იგი სრულად ნაწარმოები ან მნიშვნელოვნად გადამუშავებული იყოს საქართველოში (ქარხნული წარმოების  ღირებულების სულ მცირე 30% დახარჯულია საქართველოში).  აღნიშნული ნომინაციის ფარგლებში კომპანიის წარდგენისათვის აუცილებელია ბიზნესის მინიმალური წლიური ბრუნვა შეადგენდეს 50 000 ლარს.

 


პრიორიტეტულია:

  • აგრობიზნესი, რომელიც აწარმოებს პროდუქციას შესაბამისი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით
  • აგრობიზნესი, რომელმაც მოკლე დროში აითვისა ადგილობრივი თუ უცხოური ბაზრის საგრძნობი წილი
  • აგრობიზნესი, რომელიც აწარმოებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქციას და ნერგავს ჯანმრთელი კვების ჩვევებს მომხმარებელში (განსაკუთრებით ბავშვებში)
  • აგრობიზნესი, რომელიც წარმოებისას იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

სოფლიდან
დაბი ოჯახურად
გამარჯვებული ბი-პი-სი BPC

წინა წლის გამარჯვებული

ბი-პი-სი BPC

უალკოჰოლო სასმელების წარმოება

სასმელის წარმოების შთაგონება მოდის ოჯახში დამზადებული ასკილის ნატურალური წვენისგან. ბებიის მიერ დამზადებული სასმელი მოგვიანებით ოჯახურ ბიზნესად იქცა.

წვენის არჩევანი გაფართოვდა და მომხმარებლებს სხვადასხვა ხილის წვენს სთავაზობს. დღესდღეობით, BPCს მიერ წარმოებული წვენები გასულია როგორც ადგილობრივ, ისე იაპონიის, ჰონგ-კონგის, გერმანიის და აშშ-ს საეთაშორისო ბაზრებზე. წვენის არომატი და ბუნებრივი სიკეთე ის თვისებებია, რაც BPCს წვენებს ახასიათებს.


ელ-ფოსტა: [email protected]

კონტაქტი: 593535027

გალერეა 4 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
11-23 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
24 ნოემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
24 ნოემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
25 ნოემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია