წლის ბიზნესი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: შპს ,,დიო''

ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერ საწარმო, რომლის ბრუნვაც 1 (ერთი) მილიონიდან 10 (ათი) მილიონ ლარამდეა. ამასთანავე, ნომინანტი  აუცილებელია იყოს იურიდიული პირი - დარეგისტრირებული არაუგვიანეს 2015 წლისა.  

წლის ბიზნესის შეფასებისას კომისია  ყურადღებას გაამახვილებს ბიზნესის წარმატების ისტორიასა და დადებით იმიჯზე. ასევე, კომპანიის მოღვაწეობამ თუ შთააგონა სხვებს და მოტივაცია გაუჩინა ეწარმოებინათ საკუთარი ბიზნესი.

მნიშვნელოვანია, კომპანიას გარკვეული წვლილი ჰქონდეს შეტანილი შესაბამისი დარგის განვითარებაში, ამასთანავე გამოირჩეოდეს სოციალური კუთხით განხორციელებული აქტივობებით, რამაც საზოგადოებას გარკვეული სარგებელი მოუტანა. კომისია გაითვალისწინებს იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვებულისთვის წლის ბიზნესის ჯილდო და რამდენად გააჩნია მას მიღებული ჯილდოს გამოყენების პოტენციალი საკუთარი დასაქმებულების მოტივაციისა და  ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.

 


პრიორიტეტულია:

  • ბიზნესი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას ადამიანური რესურსების განვითარებაში
  • ბიზნესი, რომელმაც საკუთარი გამორჩეული ბიზნესსაქმიანობით, მიღწევებით დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და სარგებლობს კარგი რეპუტაციით ( მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიით)
  • ბიზნესი, რომელიც გამოირჩევა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით
  • ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ინოვაციური, ინსპირაციული და ლიდერული უნარჩვევების მქონე ადამიანები
  • ბიზნესი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის  პოტენციალი
  • ბიზნესი, რომელიც შეიქმნა არაუგვიანეს 2015 წლისა
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

გამარჯვებული შპს ,,დიო''
შპს ჰერბია
აიბი მთიები

წინა წლის გამარჯვებული

შპს ,,დიო''

საკუთარი საწარმო და დასაქმებული: ,,დიო’’-ს აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ჰყავს 150 ზე მეტი თანამშრომელი, რომლებზეც მუდმივად ზრუნავს. ყველა დეპარტამენტშია ,,დიო’’-ს მიერ გადამზადებული კადრი. ფილიალები: კომპანიას აქვს სათაო ოფისი და ორი ფილიალი თბილისში, ასევე ფილიალები აქვს ბათუმსა და ქუთაისში. აგრეთვე, სადილერო ქსელითა წარმოდგენილი ყველა რეგიონულ ცენტრში. დღესდღეობით: მხოლოდ კომპანია ,,დიო’’-ს სთავაზობს მომხმარებელს 60 ზე მეტი დასახელების კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მრავალფეროვან არჩევანს; რომელთაგან დიდი ნაწილი ექსკლუზიურია და გაყიდვას ვაწარმოებთ, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. ენენია:  ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები,  ფარდა-ჟალუზების 12 სახეობა,  მწერებისაგან დამცავი ბადეების 7 სახეობა,  ტენტები / თვითრეცხვადი ტენტები  პერგოლა  ფრანგული გასაჭიმი ჭერი  შემინვის სისტემა  ფასადის საჩრდილობელი სისტემები  ‘’სანრემო’’ - მინა-პაკეტში ჩასმული ჟალუზი  ქოლგა  გარე დამცავი ჟალუზები  ინფრა წითელი გამათბობელი  ბურუსით გაგრილების სისტემა  ავტოფარეხის კარი  ინდუსტრიული კარი  ჭიშკარი და ჭიშკრის მართვა  საჩრდილობელი იალქანი  ტექსტილის არქიტექტურა


გალერეა 2 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
28 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
28 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
8 დეკემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
8 დეკემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
9 დეკემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია