წლის ინოვაციური ბიზნესი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: შპს ფინა

ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროში არსებული საწარმო, რომელმაც შექმნა, დანერგა ან განავითარა ისეთი ტექნოლოგიური სიახლე ან გამოგონება, რომელსაც გააჩნია კომერციალიზაციის (შემოსავლის მიღების) პოტენციალი.

ინოვაცია შეიძლება იყოს ასახული როგორც საქონლის, ასევე მომსახურების, ან პროცესის სახით. შესაძლებელია  ინოვაცია არ იყოს უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ იყოს ინოვაციური საქართველოსთვის ან იმ მიმდებარე ტერიტორიისთვის სადაც იგი შეიქმნა, დაინერგა ან განვითარდა.


ინოვაციური ტექნოლოგია:
ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, ან ნაკეთობა, რომელიც  ამ ეტაპზე არ არის დაკავშირებული ბიზნესთან. თუმცა, ეს კონკრეტული ინოვაცია წარმოადგენს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუმჯობესებს, ან ცვლის გარემოს სასიკეთოდ. ამასთან გააჩნია ბიზნესის დაინტერესების პოტენციალი.


დანერგილი ინოვაცია:
ტექნოლოგიური გადაწყვეტილება ან ინოვაცია, რომელიც დანერგილია ბიზნესში და მიმართულია ბიზნესის კონკრეტული პრობლემის, თუ გამოწვევის გადასაწყვეტად.


ტექნოლოგიური ნაკეთობა/ არსებულის დახვეწა:
ნებისმიერი ინოვაციური გამოგონება, რომელიც გაცდა მის თავდაპირველ დანიშნულებას და ამ ეტაპზე გამოიყენება უფრო ფართო მიზნით, ვიდრე მისი შექმნის პერიოდში. ამ მიმართულებაში შეიძლება გაერთიანდეს ყველა ის გამოგონება, რომელიც გასულ წელს იყო ბიზნეს დაჯილდოების მონაწილე და ამ პერიოდის განმავლობაში გააუმჯობესა ინოვაციური გამოგონება.


ტექნოლოგიური გამოგონება:
გამოგონება, რომელიც ჯერ კიდევ არის ტესტირების, ან პროტოტიპის შექმნის ეტაპზე და გააჩნია განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

 

პრიორიტეტულია:

  • ინოვაცია, რომელზეც  ბიზნესის მიერ მოპოვებულია პატენტი ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც შესაბმისი სფეროს ადგილობრივი ან საერთაშორისო  ინსტიტუტის, კოლეგიის ან სხვა პროფესიული ან აკადემიური დაწესებულების მიერ აღიარებულია როგროც სამეცნიერო მიღწევა.
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

გამარჯვებული შპს ფინა

წინა წლის გამარჯვებული

შპს ფინა

შპს "ფინა" აწარმოებს პროგრამულ პაკეტებს ცენტრალური ბანკებისათვის და მარეგულირებელი ორგანიზაციებისათვის. ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტები იყიდება აზიის, ევროპის და აფრიკის 13 ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ყირგიზეთი, ერითრეა, ლაოსი, ნიგერია, კონგო, ლესოტო, ბურუნდი, რუანდა, კოსოვო).


გალერეა 2 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
28 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
28 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
8 დეკემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
8 დეკემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
9 დეკემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია