წლის მცირე ბიზნესი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: White Studio

ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროში არსებული საწარმო, რომლის მინიმალური წლიური ბრუნვაც 2016 წლის განმავლობაში შეადგენდა  50 000  (ორმოცდაათი ათასი) ლარს  და  არ აღემატებოდა 1 მილიონ  ლარს.

წარმატების მოპოვება შესაძლებელია განპირობებული იყოს ისეთი პროდუქტის ან მომსახურების შექმნით, რომელმაც ხელი შეუწყო ბიზნესის ზრდას (არამარტო პროცენტული, არამედ მოცულობის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით), მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა და მცირე ზომის მიუხედავად მოახერხა, მომხმარებლისთვის თავის დამახსოვრება.



პრიორიტეტულია:

  • მცირე ბიზნესი, რომელმაც საკუთარ გეოგრაფიულ არეალში ან ბიზნეს სექტორში შექმნა მისაბაძი მაგალითი, დაამკვიდრა ახალი ტენდენცია და დაამტკიცა, რომ ბიზნესის ზომა არ განსაზღვრავს მის წარმატებას
  • მცირე ბიზნესი, რომელმაც რეკლამის მცირე ბიუჯეტის მიუხედავად მოიპოვა გარკვეული პოპულარობა სოციალური ქსელების ან სხვა არხების მეშვეობით
  • მცირე ბიზნესი, რომელმაც ინოვაციური მიდგომით და არსებული პროდუქტის საგრძნობი გაუმჯობესებით მოიპოვა საგრძნობი კონკურენტული უპირატესობა
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

ფოტორატორი
ლიმესი
გამარჯვებული White Studio

წინა წლის გამარჯვებული

White Studio

თანამედროვე ქართული კერამიკული ნამუშევრების წარმოება

ქართული თეთრი თიხისგან დამზადებული კერამიკის გალერეა, სადაც იქმნება ქართული პროდუქტი. ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს პერმანენტული გამოფენა, შეუკვეთოს ან შეიძინოს სასურველი ნივთი, ასევე დაესწროს საინტერესო სამუშაო პროცესს და სურვილის შემთხვევაში გაიაროს თიხაში მუშაობის მასტერკლასი.

გალერეაში ყველა ნივთი ექსკლუზიურია და არ მეორდება, ამიტომ ნებისმიერი შენაძენი არის უნიკალური. წარმოდგენილია მაქსიმალური მრავალფეროვნება კერამიკული ნამუშევრების, როგორც გამოყენებითი, ასევე დეკორატიული ხასიათის: ლარნაკები, სანათები, კედლის დეკორატიული პანო, სარკე, მოხატული პირსაბანები და აბაზანის აქსესუარები, თეფშები, ჭურჭელი, ჩაიდნები და ა.შ.


White Studio განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი ქართული სუვენირის თემატიკას და ქართული ტრადიციული ელემენთების გამოყენებას თანამედროვე ფორმატით.


მისამართი: ჯანაშიას ქ. 22/26

ელ-ფოსტა: [email protected]

კონტაქტი: 599919893

გალერეა 4 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
11-23 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
24 ნოემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
24 ნოემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
25 ნოემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია