წლის ქართული პროდუქტი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: ბადაგი

ნომინაციაში შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში არსებულმა საწარმომ წარადგინოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნა, დანერგა ან განავითარა საქართველოში. პროდუქტში იგულისხმება როგორც მატერიალური (საკვები, სათამაშო, ტანისამოსი და სხვ.), ასევე არამატერიალური (ვიდეო, ვებგვერდი, ფილმი და სხვ.) საქონელი.

იმისთვის, რომ მატერიალურ პროდუქტს მიენიჭოს ნომინაციაში მონაწილეობის უფლება, საჭიროა, საკმარისად იყოს გადამუშავებული საქართველოში (ქარხნული დამუშავების  ღირებულების სულ მცირე 30% დახარჯულია საქართველოში).

არამატერიალური ნივთების შემთხვევაში, პროდუქტი ჩაითვლება ქართულად, თუ მის შესაქმნელად უმეტესწილად დახარჯულია  საქართველოს მოქალაქეების ინტელექტუალური რესურსი. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ პროდუქციას, რომელსაც გააჩნია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრების ათვისების პოტენციალი.

 

 

პრიორიტეტულია:

  • ახალი პროდუქტი, რომელიც აქამდე არ იწარმოებოდა საქართველოში, და წარმოების დაწყების შემდეგ მოიპოვა პოპულარობა, როგორც ეროვნულმა ნაწარმმა
  • პროდუქტი, რომლის წარმოებაც საქართველოში განახლდა და ხელი შეეწყო მივიწყებული დარგის განვითარებას
  • პროდუქტი, რომელმაც მოკლე დროში აითვისა ადგილობრივი თუ უცხოური ბაზრის საგრძნობი წილი
  • პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის ქართული ბრენდის ქვეშ და რომლის შექმნაშიც დახარჯულია მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი
  • ბიზნესი, რომლის მიერ წარმოებული ქართული პროდუქტი დამკვიდრდა განვითარებული ქვეყნების (მაგ.: ევროპა, აშშ, იაპონია) ბაზრებზე
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

MORE is LOVE
კინგსი საქართველო
გამარჯვებული ბადაგი

წინა წლის გამარჯვებული

ბადაგი

საკვები პროდუქტების (ჩურჩხელას) წარმოება

კომპანია ორიენტირებულია ნატურალური, ტრადიციული და ქართული პროდუქტის შექმნაზე.ჩურჩხელების წარმოება დაიწყო მხოლოდ ერთი თანამშრომლით, თუმცა ხალხმა მალევე შეიყვარა და დღესდღობით ბადაგი ყოველდღიურად 4000მდე ჩურჩხელას აწარმოებს.

ბადაგი დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის სურვილებს და მათ 10 სახეობის ჩურჩხელას სთავაზობს.


მისამართი: მიმინოშვილის ქ. #2

ელ-ფოსტა: [email protected]

კონტაქტი: 591 04 00 04

გალერეა 4 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
28 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
11-23 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
24 ნოემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
24 ნოემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
25 ნოემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია