წლის ტურისტული ბიზნესი

დარეგისტრირდი

ნომინაციის შესახებ

წინა წლის გამარჯვებული: რესტორანი ბარბარესთან

ნომინაციაში შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი საწარმო, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ან უცხოელი ტურისტები და მათი მხრიდან მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება. 


ნომინანტის შეფასებისას ყურადღება მიექცევა მომხმარებლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ შეფასებებს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რანჟირებას (TripAdvisor, Booking.com და სხვ.), სტატიებს/სიუჟეტებს ადგილობრივ და უცხოურ მედიაში, სოციალურ ქსელებში, კომპანიის ვებგვერდის პოპულარობას, სხვადასხვა კონკურსში მიღებულ ჯილდოებს და ა.შ.


სასურველია ნომინანტმა აპლიკაციის შევსების დროს (წარმატების ისტორიის ველში) მიუთითოს ბმულები ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ადასტურებს ზემოაღნიშნულ აღიარებას.

 

 

პრიორიტეტულია:

  • ისეთი აღიარება, რომელმაც იმოქმედა ბიზნესის განვითარებაზე და დადებითი გავლენა მოახდინა არამხოლოდ ნომინანტი კომპანიის პროდუქტზე ან მომსახურებაზე, არამედ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე ან კონკრეტულ ბიზნეს სექტორზე.
დარეგისტრირდი

2016 წლის ფინალისტები

Rafting
გამარჯვებული რესტორანი ბარბარესთან
ტურისტული ბანაკი ზეთა

წინა წლის გამარჯვებული

რესტორანი ბარბარესთან

რესტორანი ბარბარესთან

რესტორანი “ბარბარესთან”არის მყუდრო ქართული ბინა, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობს დიდი, ხმაურიანი, სტუმართმოყვარე ოჯახი, რესტორნის მფლობელები დედა, მამა და 10 შვილია.

რესტორანში ცოცხლდება ძველი ქართული კერძები ბარბარე ჯორჯაძის მე-19 საუკუნის უნიკალური რეცეპტების წიგნის მიხედვით. რესტორნის სტუმარს ასევე შეუძლია დააგემოვნოს მრავალი სახეობის ღვინო სომელიეს დახმარებით.

ძველი ქართული კერძები, ქართული ჰანგები, დახვეწილი ანტიკვარული ინტერიერი და განსაკუთრებული მომსახურება ქმნის რესტორნისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ოჯახურ და მყუდრო გარემოს!

რესტორანს “ბარბარესთან” უმაღლესი შეფასებები აქვს ისეთ საერთაშორისო სამოგზაურო პლათფორმაზე, როგორიცაა TripAdvisor.


მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #132

ელ-ფოსტა: [email protected]

კონტაქტი: 577 41 58 35

გალერეა 5 ფოტო

20 ივნისი კომპანიების
რეგისტრაცია
15 აგვისტო რეგისტრაციის
დასრულება
2 სექტემბერი ფინალისტების
გამოვლენა
2 სექტემბერი ფინალისტების
პოპულარიზაცია
11-23 ნოემბერი წლის სტარტაპერის
ხმის მიცემა
24 ნოემბერი გამარჯვებულების
გამოვლენა
24 ნოემბერი დაჯიდლოების
ცერემონია
25 ნოემბერი გამარჯვებულების
პოპულარიზაცია