ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ნომინაციები

თითოეული ნომინაციის გამარჯვებული ირჩევს ამ ჯილდოებიდან ერთერთს!

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ახალი ვებ-გვერდი შეიქმნება პროფესიონალების გუნდის მიერ.

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესის ღირებულებები სწორად განსაზღვროთ და აუდიტორიამდე მიიტანოთ, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში თქვენი ბიზნესისათვის ახალი ბრენდ პლატფორმა შეიქმნება.

დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ციფრულ არხებში კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად აუცილებელია სწორი არხების შერჩევა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში თქვენი ბიზნესისთვის შეიქმნება ციფრული კომუნიკაციის გეგმა და დაფინანსდება კონტენტის განთავსება სხვადასხვა მედია არხებში.

პროექტის მიმდინარეობა

ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება