ხშირად დასმული კითხვები
თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და ბიზნესსოციუმის განვითარებას. დაჯილდოება უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორში ოპერირებენ.
ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაცია იწყება 30 სექტემბერს და გაგრზელდება 21 ოქტომრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ - გვერდზე www.businessaward.ge.
ბიზნესდაჯილდოება 2020 ის ნომინაციებია:
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
საუკეთესო სტარტაპისთვის
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
საუკეთესო ინოვაციებისთვის
ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს
პროექტში გამარჯვებული მონაწილე თიბისი ბანკისაგან მიიღებს სამი ჯილდოდან ერთ-ერთს, რომელსაც გამარჯვებული კომპანია თვითონ აირჩევს საკუთარი
ბიზნესაჭიროებიდან გამომდინარე:
ჯილდოს სახით გასაწევი მომსახურების ზოგად ვადას წარმოადგენს 6 (ექვსი) თვე;
იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულთა ნახევარზე მეტი აირჩევს ერთსა და იმავე ჯილდოს, ბანკი მათთან შემდგომი მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრავს ჯილდოს სახით შესასრულებელ სამუშაო ვადას.
ფინალისტები ნოემბრის შუა რიცხვებში გამოვლინდებიან. ფინალური ღონისძიების ჩატარება კი დეკემბერში იგეგმება. ზუსტი თარიღები, პროექტის მიმდინარეობის დროს ბიზნესდაჯილდოების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
კომპანიებს მხოლოდ ერთ ნომინაციაში დარეგისტრირება შეეძლებათ, რაც მონაწილეებს დაეხმარება ზუსტად განსაზღვრონ მათთვის ყველაზე შესაფერისი ნომინაცია.
მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან თიბისი ბიზნესის Facebook გვერდზე: თიბისი ბიზნესისთვის - TBC For Business
პროექტის მსვლელობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თიბისი ბიზნესის ფეისბუქის გვერდზე და ბიზნესდაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.Businessaward.ge
ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის პარტნიორია Forbes Georgia.
თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება შეზღუდულია იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ეწევიან შემდეგ საქმიანობას:
სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
საბანკო-საფინანსო საქმიანობას (მათ შორის: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სავალუტო ოპერაციების განმახორციელებლები) და ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფულადი ოპერაციებით სარგებლის მიღებასთან. აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია იურიდიულ, ფინანსურ და ბიზნესის მართვის საკითხებთან, ასევე აუდიტორული და სანოტარო მომსახურება;
სათამაშო (აზარტული) ბიზნესს (მათ შორის სამორინეები, სათამაშო აპარატები, ტოტალიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესს, რომელიც იღებს ფინანსურ სარგებელს აზარტული თამაშების რეალიზაციით. აკრძალვა არ მოიცავს კომპიუტერული და მობილური თამაშების მწარმოებლებს, საბავშვო-ახალგაზრდულ გასართობ კომპლექსებს.
თამბაქოს ნაწარმის წარმოებას და რეალიზაციას (მათ შორის სიგარეტები, ელექტრონული სიგარეტები. აკრძალვა არ ვრცელდება ნატურალური თამბაქოსგან სიგარების წარმოებას;
იარაღით ვაჭრობას;
*უფრო დეტალური კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ,,პროექტის შესახებ’’ გვერდზე.
შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმინსათვის“:
შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“:
შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “საუკეთესო ინოვაციებისთვის“:
შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “საუკეთესო სტარტაპისთვის“: