წლის სტარტაპი, წლის ინოვაციური ბიზნესი

2016 წლის დასასრულს მეგობრებმა გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა ინოვაციურ გასართობ სერვისს და შესაძლებლობას მისცემდა რეალობიდან სრულიად მოწყვეტოდა. მცირე საერთო ფინანსებით ჩამოვიტანეთ ვირტუალური რეალობისთვის საჭირო ტექნიკა - HTC Vive აღჭურვილობა და დავიწყეთ ადგილის ძებნა. გადავწყვიტეთ ადგილის ქირაობა ისთ ფოინთში, საკუთარი ძალებით ავაწყეთ კონსტრუქცია და მალევე მოვიპოვეთ მოწონება და პოპულარობა მომხმარებლებში. ჩვენი წარმატება განაპირობა ორმა ფაქტორმა - 1. მისაღები ფასებისა და განსაკუთრებული გამოცდილების დამსახურებით, მომხმარებლები ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ. ამას ასევე ხელს უწყობდა მეგობრული სტაფი. 2. მალევე გავითქვით სახელი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებით, სადაც ჩვენი მომხარებლების რეაქციები იყო ასახული. სწრაფად მოპოვებული წარმატების დამსახურებით ჩვენ უკვე მეორე ფილიალი გავხსენით მთაწმინდის პარკში და ვცდილობთ მაქსიმალურად კარგი სერვისი მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს და მუდმივად განვაახლოთ ჩვენი თამაშები.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება