წლის ინოვაციური ბიზნესი

პოსტერების შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კინოს, მუსიკის და თეატრის აფიშების მრავალწლიანი კულტურა, ეს ნიშა ჯერ მაინც არ არის კარგად ათვისებული. უცხოური ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ასეთი ტიპის სუვენირის (ტურისტული პოსტერის) შეძენა ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო, რაც ჩვენში ყოველთვის დანაკლისის გრძნობას იწვევდა. ქართული სუვენირების ხაზს აკლდა გემოვნებიანი პოსტერები. ეტაპობრივად დავიწყეთ იდეის განხორციელება და მისი ხორცშესხმა. დავაარსეთ კომპანია. შევქმენით ლოგო. მოვიძიეთ საინტერესო ქართველი დიზაინერები და ილუსტრატორები. პოლიგრაფიულ ნაწილში გამომცემლობა "არტანუჯთან" ვითანამშრომლეთ, რომელიც დღესაც გვერდით გვიდგას. ასე შეიქმნა Geoposter-ის პირველი - თბილისის პოსტერი. პირველივე პოსტერს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად გადავწყვიტეთ საქმიანობის გაგრძელება. ეტაპობრივად შეიქმნა ბათუმის, სვანეთის, აბასთუმანის, გუდაურის და სხვა საქართველოს ქალაქების და სიმბოლოების პოსტერები. შევქმენით ასევე ჩვენი ოფიციალური Facebook-ის გვერდი.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება