წლის ქართული პროდუქტი

ჩვენ ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ 2008 წლის ბოლოს-2009 წლის დასაწყისში, როდესაც ახალი დამთავრებული იყო რუსეთ-საქართველოს ომი, ამავე დროს იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. შიდა ქართლის მხარე, როგორც მოგეხსენებათ არის ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელი მხარე საქართველოში. აქ ასევე წვენების წარმოების დიდი ტრადიციაც იყო. რუსეთის ბაზარი დაიკეტა და ფერმერებს ვერსად ვერ გაჰქონდათ ხილი და ბოსტნეული. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო წვენებით, უნდა ყოფილიყო ნატურალური და ქართული. ამ სტრატეგიამ გაამართლა და მომდევნო წლებში დავიწყეთ ტყემლების, აჯიკების, კომპოტების, მწნილების, სამარხვო სალათების და მურაბების წარმოება. ამჟამად 250-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ვაწარმოებთ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება