წლის მცირე ბიზნესი

2013 წლის შემოდგომაზე "დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") მხოლოდ იდეა იყო, რომლის შესახებაც კომპანიის ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი, ერთერთ წვეულებაზე უყვებოდა თავის მეგობარს. აღნიშნული საუბარი შემთხვევით მოისმინა კომაპნიის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, დაანმა, და გამოელაპარაკა მისთვის უცნობ გიორგის. 3 წლის, უამრავი სირთულის, სიხარულისა და შრომის შემდეგ დასტას დღეს შეიძლება ეწოდოს წარმატებული კომპანია რომელმაც საქართველოში შექმნა სრულიად ახალი სერვისი, პოტენციური მომხმარებლები გაანათლა ამ სერვისის უპირატესობების შესახებ და გააჩინა შესაბამისი ბაზარი. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2014 წლის ივნისში, მცხეთა მთიანეთის რაიონში სოფელ მისაქციელში. დასტას თანამშრომლების უმრავლესობა სწორედ მისაქციელისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან შეირჩა, მათ შორის წილკაანის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებიდან. 2017 წელს დასტამ დაასრულა საკუთარი უმაღლესი სტანდარტების მქონე საარქივე საცავისა და ოფისის მშენებლობა თბილისში. პროექტში ჯამში 2 მილონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. დასტას წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა თიბისი ბანკის მხარდაჭერის გარეშე. თიბისი ბანკი პირველი დიდი კორპორაციული ორგანიზაცია იყო, რომელმაც დასტას დაარსებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ანდო არქივის აუტსორსინგი, რამაც განაპირობა სხვა ბანკების დაინტერესებაც. შედეგად მივიღეთ, კომპანიის სწრაფი ზრდა. ბოლო 12 თვეში დასტას წლიურმა შემოსავლების ზრდამ 90%-ს გადააჭარბა, ხოლო მთლიანმა შემოსავალმა 1 მილონ ლარს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება