წლის ტურისტული ბიზნესი

„სათვაგადასავლო კლუბ ჯომარდი“-ს დამფუძნებელი ზურაბ ბურდული 2002 წელს სამუშაოდ ავსტრიაში, საჯომარდო კლუბ Fit & Fun-ში წავიდა, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო და სერტიფიცირებული ინსტრუქტორი გახდა, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა საქართველოში ჩაეყარა საფუძველი საჯომარდო ტურებისთვის და 2004 წელს დააარსა „სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“, რომელიც პირველი კომპანიია საქართველოში, ვინც ორგანიზებული საჯომარდო ტურების განხორციელება დაიწყო. საჯომარდო ტურების გარდა ჩვენ ვმუშაობთ უცხოელ ტურისტებზე ძირითადად ავსტრიის, რუსეთის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის და ისრაელის ბაზარზე. უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ: კულტურულ, სათავგადასავლო, ეკო-, ღვინის, ზამთრის სამთო სათხილამურო და სხვა ტურებს. წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია იზრდებოდა და ვითარდებოდა, ამჟამად გვქყავს ძალიან ბევრი უცხოელი და ქართველი ერთგული მომხმარებელი და დიდი და მრავალფეროვანი ბაზა ფშავში, სადაც ჯომარდის გარდა ჩვენს სტუმრებს ბევრ საინტერესო გასართობს ვთავაზობთ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება