საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

დეკორატიული ფილები

კომპანია დავაარსეთ 2019 წელს. დაარსებამდე ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა შეგვექმნა და საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი, რაც საქართველოში იქამდე არ არსებობდა, ან არსებობდა, მაგრამ იყო ძვირი ან ერთფეროვანი. ჩამოვაყალიბეთ იდეა, რომ გვეწარმოებინა თანამედროვე დიზაინისა და ფორმის ფილები და საყვავილე ქოთნები, რომლებიც ნამდვილად არ იყო საქართველოს ბაზარზე. გადავწყვიტეთ, რეალიზაცია განგვეხორციელებინა მინიმალური ფასნამატით და ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენისთვის, ასევე ლამაზი, თანამედროვე და ხარისხიანი. დასახული გეგმის მისაღწევად, მიუხედავად იმისა რომ დახმარება ვერავისგან მივიღეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდეთ წარმოება, შევიძინეთ საჭირო ინვენტარი და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას თანამედროვე დიზაინის ბორდიურებს/ღობეებს ეზოებისთვის, ბაღებისა თუ სკვერებისთვის, ასევე საყვავილე ქოთნებს. ჩვენმა კომპანიამ ცნობადობა და ნდობა მოიპოვა ჩვენს მიერ შეთავაზებული საუკეთესო ხარისხის პროდუქციით, რომელიც არის ხელმისაწვდომი და განსხვავებული. ჩვენი მომდევნო ორი წლის გეგმაა, რომ ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდოთ ასორტიმენტი.






ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება