საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

FINA

ჩვენი ძირითადი პროდუქტი FINA IRP წარმოადგენს მონაცემების შეკრებისა და ბიზნეს ანალიტიკის ინტეგრირებულ პლატფორმას მარეგულირებელი და საზედამხედველო ორგანოებისთვის. პროდუქტი შეიქმნა 2006 წელს, დღეს კი იგი წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 12 ქვეყნის 11 ცენტრალურ ბანკსა და 2 მარეგულირებელ კომისიაში, მათ შორის საქართველოშიც. 2020 წელს, პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, შევძელით პროექტის წარმატებით დანერგვა ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკში, რომელიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გულისხმობდა სრული საზედამხედველო-ანალიტიკური სისტემის (FINA IRP) დანერგვას ცენტრალური ბანკსათვის. ასევე დავნერგეთ ახალი პროდუქტი - ცოდნის მართვის სისტემა “DKMS”, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების ანალიზი და მონიტორინგი. ამ სისტემის საშუალებით ხდება კლიმატის, გაუდაბნოებისა და
ბიომრავალფეროვნების რისკების მართვა საქართველოში. აღნიშნული პროექტი 2020 წელს გახდა გაეროს
გლობალური შეთანხმების დაჯილდოვების გამარჯვებული ნომინაციაში - “პლანეტა”.
ბოლო წლების განმავლობაში ფინას თანამშრომლების რიცხვი მნიშნველოვნად გაიზარდა პროექტების მასშტაბების
ზრდასთან ერთად. ჩვენი სანდოობა და ცნობადობაც სწორედ საბანკო სფეროში განხორციელებული წარმატებული
პროექტების ხარჯზე იზრდება. მომავალ წლებში კი ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია ევროპულ
საზედამხედველო/მარეგულირებელ ორგანიზაციებს გავაცნოთ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება