საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Piece of BBN

"Piece of BBN" ქალის თეთრეულის ქართული მაღაზია, რომელიც ბაზარზე 1 წელზე მეტია ფუნქციონირებს. Piece of BBN-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბაზარზე ნებისმიერ ადამიანს შევუქმნათ განსხვავებული თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა და გარდა ამისა, საქართველოში ქალის საცვლების ბიზნესის კუთხით, მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ. Piece of BBN გამოირჩევა იმით, რომ პროდუქციის 30% იწარმოება საქართველოში (რაც პროცენტულად ზრდადი რიცხვია) და გვსურს სრულვყოთ ჩვენი ძირეული მიზანი, BBN-ის პროდუქციის 100% ვაწარმოოთ ადგილობრივად. თავდაპირველად გაყიდვები წარმოებადა ონლაინ რეჟიმში Piece of BBN-ის Instagram და Facebook გვერდის საშუალებით, 2019 წელს კი - გაიხსნა Piece of BBN-ის შოურუმი, ხოლო მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი Piece of BBN-მა გახსნა პირველი ოფიციალური მაღაზია. Piece of BBN-ის საქმიანობა ქართული ბიზნესის მხარდაჭერასაც გულისხმობს, ამიტომ გასულ წელს თითოეული ნივთის შეძენისას Piece of BBN-ის მომხმარებელს ქართული თავის მოვლის ბრენდის "საპოვნელა" ჰიგიენურ ტუჩსაცხებს ჩუქნიდა, მიმდინარე წელს კი ენერგეტიკულ სასმელის კომპანიასთან "ბუღა" თანამშრომლობით, ჩვენი მომხმარებელი თითოეულ შენაძენზე აღნიშნულ სასმელს იღებს. ჩვენი ძირითადი მიზანია და მომდევნო წლების გეგმა: Piece of BBN-ის პროდუქციის 100% დამზადდეს საქართველოში და ვმუშაობთ პლატფორმის შექმნაზე, რომლიც ყველა ქართულ კომპანიას (ქალის თეთრეულის მიმართულებით) საშუალებას მისცემს მოახდინონ პროდუქტის რეალიზება Piece of BBN-ის შუამავლობით.


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება