ფეხსაცმლის სახელოსნო "შუზოფრენია" დაარსდა 2007 წელს, მხატვარმა და დიზაინერმა ირაკლი ბოჭორიშვილმა გახსნა საკუთარი სახელოსნო და დაიწყო ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების კერვა Shoesofrenia ბრენდით.
მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 ქვეყანაში იყიდება ბრენდ "შუზოფრენიას" ფეხსაცმელი.
სახელოსნო წარმატებით თანამშრომლობდა და დღემდე თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან:
ნინო ჩუბინიშვილი (ჩუბიკა), TATA-NAKA ინგლისი, KETI CHXIKVADZE საქართველო, Nutsa Modebadze რუსეთი, Eloise -შვეიცარია, Ria Qeburia საქართველო და მრავალი სხვა..
გაკეთდა ათობით წყვილი ფეხსაცმელი ანტვერპენის სამეფო აკადემიის სამხატვრო აკადემიის და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის სენტ-მარტინსის სადიპლომო ესკიზების მიხედვით.
Shoesofrenia ბრენდის ქვეშ შექმნილი თითოეული ფეხსაცმელი ორიგინალია და დამზადებულია კლიენტის ინდივიდუალური ზომების შესაბამისად, მთლიანად ხელით და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური მასალით: ტყავი, ტექსტილი.. ყოველწლიურად იქმნება ახალი კოლექციები..
2020წლის განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ფეხსაცმლის საერთაშორისო გამოფენა MICAM MILANO FW 2020-2021-ზე მონაწილეობის მიღება. ამ პროექტში აღსანიშნავია ის რომ, სახელოსნოს მიწვევა გამოფენაზე მოხდა თავად იტალიელი ორგანიოზატორების მხრიდან და მოხვდა Luxury-ის კატეგორიაში მსოფლიო ბრენდების გვერდით.
"შუზოფრენიას" ფეხსაცმელი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ყველასგან გამორჩეული დიზაინით. სწორედ ამან განაპირობა ბრენდის ცნობადობა და სანდოობა.
2021 წლის თებერვლში ბრენდი მიწვეულია MICAM MILANO FW 2021-22. იგეგმება ახალი კოლექციების შექმნა.