გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ბუბუსი•Bubusi

ჩვენ ვართ ფერადი, სახალისო აქსესუარების მწარმოებელი, მომხმარებლებზე და მათ პოზიტიურ განწყობაზე ორიენტირებული კომპანია. 2020 წელი როგორც ყველასთვის,  ასევე ჩვენთვისაც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო წელი აღმოჩნდა; სულ 1 წლისა და 3 თვის ვართ, თუმცა ამ დროის მანძილზე პატარ-პატარა აქტივობებს ვახორციელებდით და ჩვენი მცირე წვლილი შეგვქონდა ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში, ხან პროდუქტებით ვეხმარებოდით, ხანაც გაყიდული პროდუქტის თანხას ვურიცხავდით. თუმცა 2020-ის მარტში, როცა პანდემიამ იფეთქა, ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნა, ჩვენმა კომპანიამ კი გადაწყვიტა გამოგვეჩინა სოციალური პასუხისმგებლობა და დავხმარებოდით საკუთარ მოქალაქეებს. სრულად მარტის ბოლო და აპრილის შუა რიცხვები, სანამ სახელმწიფო მოახერხებდა პირბადეების დეფიციტის შევსებას, ჩვენ უდიდესი შრომის და უძილო ღამეების შედეგად, სრულად საკუთარი ხარჯებით დავამზადეთ 10 000-მდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადე და ქუთაისში, თბილისში, მარნეულში (როცა ჩაკეტეს ქალაქი და განსაკუთრებით სჭირდებოდათ) საჩხერეში, კლინიკებს, პოლიციელებს, კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, ბავშვთა სოფელს, მოხუცთა პანსიონატებს, ტაძრებში მრევლს, ქუთაისის მერიას, სადეზინფექციო ცენტრს და უამრავ სხვა დაწესებულებას სრულიად უსასყიდლოდ დავურიგეთ. უანგარო სიკეთის და მადლობების ამსახველი უამრავი პოსტი და ფოტომასალა ჩვენს გვერდზე გვიდევს❤️


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება