საუკეთესო სტარტაპი

The Why Not Gallery Gift Shop

The Why Not Gallery Gift Shop თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე ხელოვანებთან და მათთან კოლაბორაციაში ქმნის ლიმიტირებული რაოდენობის სასაჩუქრე ნივთებს. შექმნილი პროდუქცია ყოველთვის ატარებს ხელოვანის უნიკალურ ხელწერას და ამგვარად იქმნება სრულიად უნიკალური სიმბიოზი - ხელოვნება უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ფართო აუდიტორია იცნობს ახალ, საინტერესო ხელოვანებს, ხოლო ხელოვანებს უჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო. 2020 წლის განმავლობაში კომპანიამ ითანამშრომლა 15მდე ხელოვანთან და შექმნა 25 სხვადასხვა პროდუქტი. ასევე ეს წელი იყო დიდი გარღვევის წელი, როდესაც ონლაინ სივრციდან კომპანია ორ ფიზიკურ ლოკაციაზე დაბრუნდა - ‘სითი მოლ საბურთალო’ და საკუთარი გალერეა და მაღაზიის სივრცე აღმაშენებლის გამზირზე. ‘სითი მოლ’-თან კოლაბორაციაში კომპანიამ ითანამშრომლა 9 ახალგაზრდა ხელოვან ქალთან და შექმნა ლიმიტირებული რაოდენობის კედელზე დასაკიდებელი დიდი ზომის პრინტები. The Why Not Gallery Gift Shop თავს იმკვიდრებს როგორც განსაკუთრებულად ხარისხიანი, არასტანდარტული და ორიგინალური ნივთების მწარმოებელი კომპანია. ასევე როგორც კომპანია, რომელიც ზრუნავს თანამედროვე სახელოვნებო წრეზე, როგორც მის მხარდაჭერაზე, ასევე პოპულარიზაციაზე.


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება