ჩვენი კომპანია არსებობს უკვე 27 წელია, საქართველოს ისტორიაში პირველი საკონდიტრო ვართ. 2020 წელი ჩვენთვის იყო ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული, პანდემიის დროს თამამად ვიტყვით, რომ საუკეთესო სერვისი გვქონდა: გავაუქმეთ 10- მდე სხვადასხვა სერვისის გადასახადები და მიტანის სერვისით დაწყებული, შესაფუთი კოლოფებით დამთავრებული - უფასო გვქონდა; აქტიურად ვიღებდით საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას და იაშვილისა და ღუდუშაურის კლინიკებში ყველა იუბილარ ბავშვს ვჩუქნიდით ჩვენს ტორტს. ამან მოგვიტანა დიდი წარმატება და შეგვინარჩუნა ცნობადობა 27 წლის განმავლობაში.