საუკეთესო სტარტაპი

აღვი კემპინგი

აღვი კემპინგის შექმნის იდეა დაგვებადა ოჯახსლ გვინდოდა გაგვეკეთებინა ეკო, მდგრადი, ბუნებასთან მეგობრული გარემო, კემპინგი ველურ ბუნებაში და მიზნად დავისახეთ უკვე არსებული რესურსების განახლება და გამოყენება. მე ბოტანიკოსი ვარ, ჩემი მეუღლე კი ამჟამად გატაცებულია ორგანული ღვინის და თაფლის წარმოებით. ჩემი შვილები გერმანიაში ცხოვრობენ, ზაფხულობით ვმუშაობთ ყველა ერთად. 2018 წელს ვიყიდეთ 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ცხენისწყლის პირას, აღვში, სადაც გადავედით საცხოვრებლად ქალაქიდან. შემოვღობეთ, გავასუფთავეთ, დავგეგმეთ და მოვაწყვეთ კემპინგი. გავიყვანეთ 100 მეტრის მოშორებიდან მთის სუფთა წყალი. 2019 წელს 20 ივლისიდან გავხსენით კემპინგი და 2020-ის 30 სექტემბრამდე ივიღეთ 300-ზე მეტი სტუმარი, აქედან 80 % ევროპიდან. ჩვენთან წყალი თბება მზის ენერგიით და ასევე ელექტროენერგიას ვღებულობთ მზის სადგურიდან. ჩვენთან ყველაფერი ბუნებასთან მეგობრულია, საუზმეზე ვთავაზობთ ორგანული ბოსტნეულს, ორგანულ კვერცხსა და ჩემი მეუღლის ორგანულ თაფლს. ჩვენი იდეით ყველა სტუმარი აღფრთოვანებული იყო, ამბობდნენ რომ ასეთი ეკომეგობრული ადგილი ჯერ მათ არ ენახათ. მომხმარებლის ჯგუფი მრავალფეროვანი გვყავს, მაგრამ მაინც გამოვყოფდით ჰოლანდიელებსა და გერმანელებს, რომლებიც ჩვენთან კემპინგის მანქანებით მოდიოდნენ. წელს დახურულები ვიყავით, მაგრამ ამ დროს ვიყენებდით კარგად, ავაწყვეთ 2 ხის პატარა კოტეჯი აივნებით რომელიც გადაჰყურებს ცხენისწყალს. ჩვენი მისიაა შევქმნათ ეკომეგობრული ტურიტული ადგილი, სადაც სტუმარი კიდევ უფრო შეიყვარებს ბუნებას და დააფასებს.


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება