საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პირამიდა

ჩვენი პროდუქტი, სახელწოდებით „პირამიდა“ და „პირამიდა გოლიათი“, წარმოადგენს საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის სათამაშოს. იგი კონკურენტი პროდუქციისგან გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობითა და რაც მთავარია ეროვნული, ქართული დატვირთვით, რასაც განაპირობებს პირამიდაში მოთავსებული ქართველ მეფეთა სურათები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაგნიტური პაზლები და ქართულ სიტყვათა განმარტებები, ფორმით „სწორია“/“არასწორია“. ჩვენმა პროდუქტმა წარმატებული სტარტი აიღო და 2020 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა „პირამიდების“ გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის, ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურებისა და უამრავი მადლიერი მომხმარებლის არსებობის კუთხით. პროდუქტის პოპულარობა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, უამრავი ზარი ხორციელდება კომპანიაში მოსახლეობის მხრიდან კითხვით: „სად შეიძლება ‘’პირამიდების“ შეძენა?“. „პირამიდების“ ხარისხმა, მრავალფეროვანმა/საინტერესო შემადგენლობამ, დროულმა და შეუფერხებელმა მიწოდებამ, ზრუნვამ იმაზე რომ იგი არ გახდეს მოსაწყენი, განაპირობა პროდუქტის ცნობადობა და მაღალი სანდოობა. კომპანია მომდევნო 2 წლის განმავლობაში გეგმავს რამოდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას, რომელიც იქნება არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველი, ასევე მეტად დატვირთული როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი კუთხით. test


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება