საუკეთესო სტარტაპი

wowchy

საჩუქარს ყოველდღე უამრავი ადამიანი ეძებს. საჩუქრის შერჩევა რთული, შრომატევადი პროცესია და მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ძვირფას თავისუფალ დროსა და ყოველდღიური საქმეებისაგან თავისუფალ ფანტაზიას, რაც ცხოვრების დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით რთულად შესასრულებელი მისიაა. სწორედ ამიტომ შევქმენით ვაუჩი - სასაჩუქრე ბარათების პირველი ონალინ მაღაზია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით. ვაუჩიმ დაიწყო ოპერირება 2020 წლის აგვისტოში და უკვე 30-ზე მეტი ბრენდია ჩვენი პარტნიორი: ისი პარი, ლუტეცია, მაკი, არომატეკა, ბოდიშოპი, ელიტ ელექტრონიქსი, Ispace, მინისო, პეპელა, ბიბლუსი, XS Toys, საფილო, თორელი, ოპტიმოსტი, More is Love, Giovanni Morra, Super და ა.შ. მომხმარებლებში მაღალი ინტერესი გამოიწვია ვაუჩიმ, რადგან ეს სერვისი მარტივი და მოსახერხებელია.


მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება