,,კორბოულის ნობათი'' ერთგვარი დამაკავშირებელი გზაა ზემო იმერეთსა და დედაქალაქ თბილისს შორის. ისტორია იწყება 2020 წლის მარტიდან, როდესაც კოვიდ პანდემიამ ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. ორმა გოგონამ, თამარმა და თიკომ გადაწყვიტეს სოფელ კორბოულში დაბრუნება ბებიასთან და ბაბუასთან.ასე შეიქმნა კორბოულის ნობათი, რომელიც მხოლოდ იმერულ ყველს მოიცავდა დასაწყისში ,ახლა კი რამდენიმე სახეობის პროდუქციას მოიაზრებს, როგორიცაა: იმერული ყველი, სულუგუნი, მზეზე გამხმარი ყველი, ნადუღი, სხვადასხვა სახეობის ნატურალური წვენები, ჯემები, მწნილის ასორტიმენტი და ყველაფერი, რაც სოფლის ოჯახურ პირობებში იწარმოება. ,,კორბოულის ნობათი'' ოჯახური ტიპის წარმოებაა და მას კონკურენტებისგან განასხვავებს 100%-ით ნატურალური პროდუქტის წარმოება და ექსპერიმენტები ყველისა და სხვა პროდუქტის მიმართულებით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ იმერული ყველი, რომელსაც მაჭიკით ვამზადებთ. მაჭიკით ყველის მომზადება მივიწყებული ტრადიცია გახლდათ. ჩვენმა ნობათმა კი აღადგინა ეს არაჩვეულებრივი წეს-ჩვეულება. გამოვარჩევდით ასევე სულუგუნს, რომელსაც ვამზადებთ წითელი ღვინით, წიწაკითა და პიტნით.თითოეული პროდუქტი ჩვენი ოჯახური ტრადიციებით იწარმოება და ეს არის საქმიანობის მთავარი ნიშა: გემოები,რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით 7 თვეში, საქმიანობამ საქართველოს მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა. ფეისბუქ გვერდი გვეხმარება ცნობადობის მოპოვებაში, მომხმარებელს კი საშუალება აქვს ადევნოს თვალი, როგორ მზადდება პროდუქტი იქამდე, სანამ მათ სამზარეულოში შეაღწევს. გეგმაში გვაქვს ინტერნეტ მაღაზიის შექმნა.