გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ამონაშვილის აკადემია

ამონაშვილის აკადემია არის ბავშვებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქართველი ბავშვების გარემოს გაკეთილშობილება. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ როგორც ბავშვებთან (4-17 წლის), ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებთან. ჩვენს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივიობები მოიცავს შეხვედრებსა და ჯგუფურ მუშაობებს სამივე რგოლის აქტორებთან: 1. ბავშვებს ვეხმარებით გაერკვნენ საკუთარ ემოციებში, დადებითად შეხედონ სამყაროს, გააცნობიერონ სიღრმისეული მნიშვნელობა ისეთი ცნებების, როგორიცაა: სიყვარული, მეგობრობა, ჯანმრთელობა, ოჯახი… ჩვენ ვაძლევთ ბავშვებს იმ უნარებს და მსოფლმხედველობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოივანია მათ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის და არ ისწავლება სხვა არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2. მშობლებთან სიღრმისეული მუშაობა ხორციელდება საკუთარი შვილებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბების, მათი შინაგანი სამყაროს გაგების, ბავშვების მიმართ ნდობის გამოცხადებისა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების აგების სწავლის კუთხით. ჩვენ ვეხმარებით მშობლებს დაუახლოვდნენ ბავშვებს და ჩაერთონ მათ ცხოვრებაში. 3. მასწავლებლებს ვთავაზობთ გამორჩეულ სწავლების მეთოდებს, ვეხმარებით კრეატიულობის გამოღვიძებასა და მის პრაქტიკაში განხორციელებაში. მთელი წლის მანძილზე ვატარებთ: ჯგუფურ შეხვედრებს, ღია გაკვეთილებს, ოჯახურ სემინარებს ქალაქგარეთ, განმავითარებელ ბანაკებს, ფსიქოლოგიურ გრძელვადიან ტრენინგებს ბავშვებისა და მშობლებისათვის და აქტიურად ვერთვებით ქვეყანაში განხორციელებულ საგანმანათლებლო აქტივობებში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება