საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

ი-სპეის

ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამონტაჟა საქართველოში საჯარო მოხმარების დამტენები. დღეს უკვე 150-ზე მეტი დამტენი დავამონტაჟეთ, აქედან 80-მდე უფასო და საჯარო მოხმარებისაა. თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე განთავსებულია 7 სწრაფი დამტენი, რაც ხელს უწყობს საქალაქთაშორისო გადაადგილებას. აპლიკაცია - დამტენის გააქტიურება ხდება ი-სპეისის აპით, რომელიც ამარტივებს ელ.მობილის დამუხტვის პროცესს. აპის ფუნქციონალი მოიცავს: დამტენის მოძიებას, ნავიგაციის სისტემას, გადახდის 2 სხვადასხვა მეთოდს, ერთი მომხმარებლის მიერ პარარელურად 2 ელ.მობილის დამუხტვას და სხვ. ბიზნეს მოდული - პირველად საქართველოში ბიზნესებს/ფიზ. პირებს შეეუძლიათ ჩვენი აპლიკაციის დახმარებთ გამოიმუშაონ თანხა. ე.წ “ჭკვიანი“ დამტენის შეძენისას, მომხარებელები ერთვებიან აპის ბიზნეს მოდულში, აწესებენ დამტენის მოხმარების სასურველ ტარიფს და გამოიმუშავებენ თანხას. დამტენების მართვის პროგრამა - შეიქმნა დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ასრულებს შუალედურ მართვით როლს აპსა და დამტენს შორის. მომავალში იგეგმება მისი კომერციალიზაცია და ცალკე მომსახურებად დამატება. ი-სპეისის საქმიანობის დასაწყისში საქართველოში იყო 10-მდე ელ.მობილი, დღეის მონაცემებით კი 2300-ზე მეტი. ჩვენმა კომპანიამ საქმიანობით ხელი შეუწყო ელ.მობილების პოპულარიზაციას და ქვეყნის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება