საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

Apollo 11 • აპოლო 11

Artisio არის მსოფლიოში პირველი AI -ზე დაფუძნებული აუქციონების მართვის სისტემა, რომელიც მორგებულია აუქციონების სახლების საქმიანობის სრულ ციკლზე და ეხმარება მათ პროცესების ავტომატიზაციაში - მარტივ და უმტკივნეულო ციფრულ ტრანსფორმაციაში.     
დღევანდელ რეალობაში აუქციონების სახლების მუშაობის ბიზნეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მრავლისმომცველია, რადგან მართვის პროცესი საჭიროებს ათასობით პოტენციურ მყიდველთან და გამყიდველთან თანამშრომლობას, ლოტების სწორ მენეჯმენტს, შეფასებასა და დახარისხებას, Აუქციონების პოტენციურ მყიდველთა ჯგუფზე სწორად მორგებულ დაგეგმარებას. 
Artisio არის სწორედ ის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამარტივებს აუქციონების სახლების ყოველდღიურ პროცესებს, აუმჯობესებს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მუშაობის ხარისხს, ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის შედეგად კი ბიზნესის  საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის.    
Რა განასხვავებს Artisio-ს კონკურენტებისგან? 
მსოფლიო ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან Artisio განსხვავდება ფუნქციონალით, Smart კონფიგურაციით, მასშტაბებითა და განვითარების პოტენციალით; თანამედროვე ტექნოლოგიებით, ფაქტობრივად, ამ სფეროს ინოვაციურ მოდელზე გადაწყობას ვახდენთ.
 ამასთანავე, Artisio შექმნილია აუქციონების სფეროში მოღვაწე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდთან ერთად, შესაბამისად, სრულად არის გათვალისწინებული აუქციონების სახლების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო თითოეული ნაბიჯი (ინვენტარიზაციიდან - ლაივ აუქციონების გამართვამდე პროცესების სრული ციკლი). ამასთანავე, სოფტი არის სრულად კონფიგურირებადი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოერგოს (და მარტივად გადაეწყოს) ნებისმიერი ზომისა თუ ხასიათის აუქციონის სახლის შიდა პროცესებზე.
Artisio არის Covid-19-ის პირობებში შექმნილი პროგრამული გადაწყვეტა, შესაბამისად, მისი შექმნის პროცესში გავითვალისწინეთ ის სირთულეები, რომლებიც, დღევანდელ რეალობაში, კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის ბარიერს წარმოადგენს ხოლმე; Სწორედ ამიტომ, Artisio შევქმენით როგორც cloud based სისტემა და desktop based კონკურენტი სოფტებისგან განსხვავებით, გამოყენების თვალსაზრისით არის ბევრად მოქნილი, არ საჭიროებს რომელიმე კონკრეტულ დივაისზე ინტეგრირებას და აუქციონების სახლებში დასაქმებულ ადამიანებს კიდევ უფრო უმარტივებს დისტანციურად ათვისების/გადაწყობის პროცესს.
ვთვლით, რომ Artisio-მ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, პროდუქტი ოფიციალურად გაეშვა 2020 წლის აგვისტოში და 1.5 თვის შემდეგ უკვე 3 მსხვილი კლიენტი გვყავს; ამსთანავე, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს 10-მდე მსხვილ აუქციონის სახლთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც  უახლოეს მომავალში გახდებიან კჩვენი ლიენტები. ამ ყოველივემ აშკარად დაგვანახა, რომ ბაზარზე ამ ინოვაციის შეტანა ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო! 
გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მონაწილეობა მივიღეთ აუქციონების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე (Stampex Expo), სადაც წარდგენილნი ვიყავით, როგორც 2020 წელს შექმნილი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი და ერთხმად დასახელდა აუქციონების სახლების რჩეულ პროდუქტად.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება