საუკეთესო სტარტაპი

Mze

ამ ეტაპზე, ბრენდი „Mze“ აერთიანებს 3 სახეობის თხევად საპონს, რომელთა შემადგენლობაში ვიყენებთ საქართველოსთვის ისეთ ავთენტურ, ნატურალურ არომატებს როგორიცაა - საფერავი, ტარხუნა და ლიმონი. აგრეთვე, ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, შევქმენით ახალი ხაზი - თხევადი საპონი ანტიბაქტერიული მოქმედების ნატურალური ინგრედიენტით და სადეზინფექციო გელი. მათ შემადგენლობაში არის ნატურალური არომატიზატორები, რომლებიც ასევე გამოიყენება კვების პროდუქტებში და სასმელებში, რისი ანალოგის ბაზარზე მოძებნა საკმაოდ რთულია. ამასთან ერთად, არცერთი ინგრედიენტი არ არის ცხოველური წარმოშობის და პროდუქტი არ არის ცხოველებზე ტესტირებული. ასევე, ჩვენ ვიყენებთ კანის დამატენიანებელი კომპონენტის გაცილებით დიდ კონცენტრაციას ვიდრე ნებისმიერი სხვა ბრენდი, რომელიც იგივე საფასო სეგმენტში ოპერირებს. წელიწადზე მეტია რაც ბაზარზე ვართ და ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ფაქტობრივად ყველა სავაჭრო ქსელში: კარფური, აგროჰაბი, ნიკორა, ორი ნაბიჯი, ევროპროდუქტი, უნივერსამი. ამჟამად, ვმუშაობთ ნატურალური ინგრედიენტებით და ეთერზეთებით გაჯერებული შამპუნის და დუშ-გელის წარმოებაზე. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ორგანული კრემების და თვის მოვლის საშუალებების წარმოება. ჩვენი გუნდის (შესაბამისად ბრენდის) მთავარი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე, ხარისხთან მიმართებაში უკომპრომისო ვიყოთ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება