საუკეთესო სტარტაპი

ვაფლერი

ვაფლერი არის ბელგიური ვაფლების პირველი და ერთადერთი თეიქევეი ბათუმში. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ბელგიურ ვაფლებს როგორც სწრაფი დესერტის ნაირსახეობას და ევროპული და ქართული ინგრედიენტების სინთეზით ვქმნით ბაზარზე უნიკალურ პროდუქტს. სტარტაპის მიზანია წავახალისოთ ქუჩის კვების კულტურა, ხოლო ჩვენი საფირმო ვაფლები გავხადოთ ტრენდული და პოპულარული. სტარტაპის იდეა სპონტანურად გაჩნდა და განხორციელდა პანდემიურ პერიოდში 2020 წლის ივლისში. ვაფლერის კონცეფცია მთლიანად არის დამყარებული ჯიხურის და თეიქევეის კონცეფციაზე. ჯიხური მდებარეობს ბათუმის ყველაზე ხალხმრავალ, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის თანაბრად პოპულარულ ევროპის მოედანზე. ბრენდინგის დროს პრიორიტეტული იყო ფერების მეშვეობით პოზიტიური ემოციების აღძვრა, ხოლო სახელით პროდუქტის მარტივი იდენტიფიცირება. ვაფლერი ახალგაზრდული ბრენდია და ბრენდის პოზიციონირება ძირითადად ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე, აქტიურად ვართ წარმოდგენილი ფესტივალებზე და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე. ვაფლერის მოკლევადიანი განვითარების სტრატეგია გულისხმობს უახლოეს მომავალში ბათუმის მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლის მიღებას და მომსახურებას, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და კოლორიტულ ადგილად ქცევას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ქსელური პრინციპით ბათუმის და თბილისის ხალხმარავალ ტურისტულ ადგილებში ვაფლერის ჯიხურების არსებობას და ბრენდის პოპულარობის გაზრდას საქართველოს მასშტაბით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება